spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი პარტნიორების ყურადღება ამ მიმართულებით

კორუფციას ყოველ დღე ვხედავთ, ივანიშვილმაც ვერ დამალა, რომ კორუფციის რისკი იმდენად მაღალი იყო, ეს პენსიაზე გასული ვეტერანი უკან დავბრუნდიო, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.  

 

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო მნიშვნელობის 23 პროექტი აქვს წამოწყებული და აქედან მხოლოდ ერთია დასრულებული, რაც კორუფციის ნათელი მაგალითია.

 

“კორუფციას ყოველ დღე ვხედავთ და ივანიშვილმაც ვერ დამალა, რომ კორუფციის რისკი იმდენად მაღალი იყო, ეს პენსიაზე გასული ვეტერანი უკან დავბრუნდიო. გუშინ რომ კონტრაქტები შეუწყვიტეს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კომპანიებს, აქაც კორუფცია იქნება, ჩინურ კომპანიას რომ შეუწყვიტეს, ესეც კორუფციის საკითხი იქნება. მანამდე ის უწყება, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, ვერაფერს გააკეთებს, მარტო სახელი არის ანტიკორუფციული უწყების და არანაირი შინაარსი არ გააჩნია, ამიტომ რაც არ უნდა მოინდომოს რაჟდენმა – ვერაფერს გააკეთებს. რას ეტყვის პაპუაშვილი რიჩარდ ნეფიუს, ეს უწყება რომ შექმნეს დიდის ამბით, რა შეისწავლა, რა გამოიძია? არ აქვს იმ კაცს გამოძიების ფუნქცია.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი პარტნიორების ყურადღება ამ მიმართულებით, ევროპასა და აზიას შორის დაახლოებით, 39 ტრილიონის ეკონომიკები უკავშირდება ერთმანეთს, რუსეთის გზა დაკეტილია, სხვა გზა არ არსებობს, საქართველოთი უნდა დაუკავშირდეს და ამ დროს სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი გვაქვს ჩანგრეული, კორუფციის გამო გამოაცალეს ამ ხიდს ბურჯები. 23 სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი აქვს “ქართულ ოცნებას“ წამოწყებული და აქედან ერთია დასრულებული, დანარჩენი ყველა 10 წელია დაუსრულებელია, კორუფციის ამაზე ნათელი მაგალითი რა გინდათ?”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები