spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ეგენი არიან, ე.წ. ფულის ტომრები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იმის გამო, რომ სიაში ეწერებოდნენ, ხარჯავდნენ ბევრ ფულს

ეგენი არიან, ე.წ. ფულის ტომრები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იმის გამო, რომ სიაში ეწერებოდნენ, ხარჯავდნენ ბევრ ფულს, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“ეგენი არიან, ე.წ. ტომრები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იმის გამო, რომ სიაში ეწერებოდნენ, ხარჯავდნენ ბევრ ფულს. არაფერი არცერთ მათგანს, დიდი უმრავლესობას მოდი პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს მოქალაქისთვის არ მოუტანია. ამ ხალხის მთავარი საზრუნავი არის წლიდან წლამდე ხალხის ძარცვის ხარჯზე როგორ გაიმდიდროს ქონება. სახელობითად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ასეთი ადამიანები, ძალიან ბევრია ამ სიაში და ეს არის მოტყუება საქართველოს მოქალაქის და შეურაცხყოფა პირდაპირ საქართველოს მოქალაქის, რომ წლების მანძილზე ათწლეულებია, ვინ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებს, ისევ ის ხალხი შესთავაზეს ვითომ მაჟორიტარებად“, – განაცხადა პაატა  მანჯგალაძემ.

“ქართულმა ოცნებამ“ გუშინ  22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები