spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ეს არჩევნები არის იმაზე, თუ სად გვინდა ცხოვრება, სიღატაკეში თუ განვითარებულ და ევროპულ ქვეყანაში

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყველა გურულს ევროპული პასპორტი და პენსია ექნება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაცლილი სოფლები, დაცლილი სკოლები, აი, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგი.

”მთავარი კითხვა ახლა არის, რა მოუტანა ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ საქართველოს და კონკრეტულად გურიას?  – სიღარიბე, უმუშევრობა და წასული ადამიანები. დაცლილი სოფლები, დაცლილი სკოლები, აი, ეს არის ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის შედეგი.

თხილის მაფია ადგილზე, რომელიც ძალიან  იაფად იძენს გლეხის ნაშრომს და ნარკომაფია. აი, ეს არის ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის შედეგი.“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“, ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ დავამარცხოთ სიღარიბე,  როგორ გავხადოთ პენსია 1000 ლარი, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, ჩამოვაწეროთ პენსიონერებს უსამართლოდ  მაღალი სესხის პროცენტიდან გამომდინარე დაგროვილი დავალიანება, საპენსიო დავალიანების განულება, დავამარცხოთ თხილის მაფია, – ეს ის საკითხებია, რის მოგვარებასაც ჩვენ ვაპირებთ გურიაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

პირველი, ეს არის ევროპული პასპორტი, რომელიც ექნება ყველა გურულს და ყველა ქართველს, ყველას ექნება ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არჩევნები არის იმაზე, თუ სად გვინდა ცხოვრება, სიღატაკეში თუ განვითარებულ და ევროპულ ქვეყანაში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები