ეს არის ჩვენება იმისა, რომ ხელისუფლება არის ძალიან შეშინებული და სუსტი. ხელისუფლება როცა ძლიერია, არც კი აქცევს ყურადღებას, ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი სად დადის. ჩვენ ვხვდებით გაბრაზებულ ადამიანებს, მაგრამ გაბრაზებულს ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“თუ ევროპული კარი ჩაიკეტება ეს ნიშნავს, რომ არსებული ინვესტორები წავლენ საქართველოდან, უფრო მეტი სიღარიბე იქნება და კიდევ უფრო მეტი ქართველი დატოვებს საქართველოს. ვისი ოცნებაა, საქართველო ქართველების გარეშე? – ჩვენი მტრის, რუსეთის და მოდით, არ მივეხმაროთ მას.
საქართველოს მოქალაქეს სჭირდება, იცხოვროს ძლიერ, დაცულ, ერთიან საქართველოში და მიხედოს თავის ოჯახს თავისი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმის მიხედვით.
რაც შეეხება ძალადობას, ეს არის ჩვენება იმისა, რომ ხელისუფლება არის ძალიან შეშინებული და სუსტი. ხელისუფლება როცა ძლიერია, არც კი აქცევს ყურადღებას, ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი სად დადის. ჩვენ ვხვდებით გაბრაზებულ ადამიანებს, მაგრამ გაბრაზებულს ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ ხელისუფლება იქცა ბარიერად და პრობლემად იმ სიკეთეების მიღების გზაზე, რისი მიღებაც შეუძლია საქართველოს” , – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.