spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ევროკავშირის წევრობას ნამდვილად ჭირდება დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ დააკმაყოფილებს

ევროკავშირის წევრობას ნამდვილად ჭირდება დემოკრატიის მაღალი სტანდარტი,  რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ დააკმაყოფილებს ვერცერთ შემთხვევაში,  – ამის შესახებ  Front News-ს  ‘სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ  განუცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება დიდი წინგადადგმული  ნაბიჯია. 

 

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რა თქმა უნდა.  ეს არ ნიშნავს წევრობას, ან კანდიდატობას უკვე, მაგრამ  არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. პროცესის დაჩქარება განაპირობა უკრაინელი ხალხის გმირულმა ბრძოლამ, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ მომენტუმით. ეს არ არის მარტივი გზა, გვჭირდება რეფორმები. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა ევროპა, როგორც მას უთხრეს უკვე, მოუწევს „ევროპულად მოქცევა“.  ის უნდა დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას, შარლ მიშელის დოკუმენტს,  რაც ნიშნავს სასამართლო რეფორმის, საარჩევნო რეფორმის  გატარებას, სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირებას და მეტ დემოკრატიას. 

 

ევროკავშირის წევრობას ნამდვილად ჭირდება დემოკრატიის მაღალი სტანდარტი,  რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ დააკმაყოფილებს ვერცერთ შემთხვევაში, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რომ ეს  სახელისუფლებო წყობა დაბრკოლებად არ იქცეს ისტორიულ გზაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები