26 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და ნაცვლად იმისა რომ ხალხისთვის რას გავაკეთებთ, კონკურენცია ამაში ჰქონდეს ხელისუფლებას ოპოზიციასთან, ისინი გადასულები არიან ხალხის დაშინებასა და მოქალაქეების ერთმანეთზე დაგეშვაზე, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს თემა, რომლითაც “ქართული ოცნება” არ სპეკულირებს.
“26 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და ნაცვლად იმისა, რომ ხალხისთვის რას გავაკეთებთ, კონკურენცია ამაში ჰქონდეს ხელისუფლებას ოპოზიციასთან, ისინი გადასულები არიან ხალხის დაშინებასა და მოქალაქეების ერთმანეთზე დაგეშვაზე.
არ არსებობს თემა, რომლითაც “ქართული ოცნება” არ სპეკულირებს და ვიწროპარტიული სარგებლის მიღებას არ ცდილობს, რაც ამორალურია. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ვთავაზობთ ქვეყანას ერთიანობას და ეროვნულ თანხმობას, რომ არ ავყვეთ სიძულვილისა და დაპირისპირების მცდელობაში დამარცხებისთვის განწირულ “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.