ოპოზიციური პარტიების გაერთიანების იდეამ, როგორც ჩანს, ძალიან დააფრთხო ხელისუფლება და ახლა აღვირახსნილი პროპაგანდა მიდის, რომ ოპოზიცია დაიშლება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ხელისუფლების ამოცანაა, რუსეთთან საქართველო პირისპირ მარტო დატოვოს, გადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს არა პარტიების გაუქმება, არამედ უნდა შევქმნათ პროდასავლური პლატფორმა, სადაც ნებისმიერ პარტიას და ადამიანს შეუძლია, შემოვიდეს.
ოპოზიციური პარტიების გაერთიანების იდეამ, როგორც ჩანს, ძალიან დააფრთხო ხელისუფლება და ახლა აღვირახსნილი პროპაგანდა მიდის, რომ ოპოზიცია დაიშლება. გვაცადეთ, თუ დაიშლება, რას ნერვიულობენ ვერ მივხვდი. ზუსტად ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი ინტეგრაციის პროცესი არ აინტერესებს. მათი ამოცანაა, რუსეთთან საქართველო პირისპირ მარტო დატოვონ და რუსეთის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდეს. შესაბამისად, საფრთხის ქვეშაა საქართველოს თავისუფლება.
გადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს არა პარტიების გაუქმება, არამედ უნდა შევქმნათ პროდასავლური პლატფორმა, სადაც უნდა შემოვიდეს ნებისმიერი პარტია და ადამიანი, ვინც თვლის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. “ქართული ოცნება“ ნერგავს, რომ შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ჭირს. ვისთვისაც საქართველოს მომავალი სულერთი არ არის, უნდა შემოგვიერთდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.