“სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება.
“თვითმმართველობის არჩევნებზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება სრულფასოვნად ჩართული და წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატები. ეს გვჭირდება, რათა საერთო პოზიციურ ყულაბაში 43-პროცენტიანი რეფერენდუმის პირობებში მივიტანოთ რაც შეიძლება მეტი პროპორციული ხმა. ეს არის ჩვენი სტრატეგია, ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია, რომ ქვეყანას სჭირდება მრავალფეროვანი არჩევანი. ის, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, შავ-თეთრ არჩევანს ან ცუდსა და უარესს შორის არჩევანს, ამის საპირწონე, ამის საპირისპირო არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეთავაზება, რომ მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ საზოგადოებას, რათა საერთო ჯამში წარმატებას მიაღწიოს ოპოზიციამ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.