spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ჰყავთ ფულით დაქირავებული ოთხი ათასი რობოკოპი, რომელიც, როგორც კი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა შეხვდება, ყველაფერს დაყრის

“ქოცების” მდგომარეობა არ არის  მარტივი. ჰყავთ ფულით დაქირავებული ოთხი ათასი რობოკოპი, რომელიც, როგორც კი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა შეხვდება, ყველაფერს დაყრის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქოცებს” ოჯახშიც კი იზოლაცია აქვთ.

“ქოცების”  მდგომარეობა არ არის  მარტივი. ჩაატარე არჩევნები, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო არ ცნობს,  ქვეყნის შიგნითაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გაქვს. არც ხალხი და არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგს. აქციებს გიმართავენ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველგან. სკოლის ბავშვებიც კი „წადის” გეძახიან.

გყავს ფულით დაქირავებული ოთხი ათასი რობოკოპი, რომელიც, როგორც კი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა შეხვდება, ყველაფერს დაყრის. რატომ? ამათ ბიძინა, ფულიანი და ძლიერი სჭირდებათ. თორემ, შეშინებული და დამფრთხალი მათი დასაცავი ბიძინა რად უნდათ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები