Deep State სინამდვილეში, ამერიკაში ნიშნავს ბიუროკრატიას, ეს არის კონფლიქტი არჩეულ თანამდებობის პირებსა და დანიშნულ თანამდებობის პირებს შორის. ჩვენთან ეს არის რაღაცა ბუა, ომის ძალები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მტრების ძიებაშია.
“ისინი არიან მტრების ძიებაში, მათ სჭირდებათ მტრის ხატი და სხვადასხვა დროს ეს მტრის ხატი არის სხვადასხვა რამე და სხვადასხვა ვინმე.
მთელი ყურადღება გადააქვთ ვითომ “სკანდალებზე” და “დანაშაულებზე”. ეს Deep State სინამდვილეში, ამერიკაში ნიშნავს ბიუროკრატიას, ეს არის კონფლიქტი არჩეულ თანამდებობის პირებსა და დანიშნულ თანამდებობის პირებს შორის, ასეა ამერიკაში, ჩვენთან ეს არის რაღაცა ბუა, ომის ძალები, რომლის წარმომავლობა არის გაუგებარი. ისინი საუბრობდნენ, რომ Deep State არის დაკავშირებული “ბლექ როქთან”, ჩვენ ვნახეთ, რომ “ბლექ როქი” დღეს არის მთავარი დასაყრდენი ტრამპის ადმინისტრაციის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.