spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პაატა მანჯგალაძე – ხალხს აქვს დაყენებული მთავარი მოთხოვნა, ორიენტირებული ვართ ამაზე და ყურადღების გადატანას სხვა მიმართულებით არ ვაპირებთ

რეჟიმს ჩაკეტილი აქვს ევროპასთან ურთიერთობა და საქართველოს ინტერესს უცხოეთში პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ხალხის მოთხოვნებზეა ორიენტირებული.

“რეჟიმს ჩაკეტილი აქვს ევროპასთან ურთიერთობა და საქართველოს ინტერესს უცხოეთში პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ. სანამ თვითმმართველობის არჩევნების მზაობაზე დაიწყებენ საუბარს და ტელევიზიებთან ყელის მოღერებას, მანამდე უპასუხონ მარტივ კითხვას –  რატომ არ არსებობდა სპეციალური ტრაქტორი, რომელიც გზას გაწმენდდა?

ხალხს აქვს დაყენებული მთავარი მოთხოვნა, ჩვენ ორიენტირებული ვართ ამაზე და ყურადღების გადატანას სხვა მიმართულებით არ ვაპირებთ. თქვენ ასე ამბობდით, რომ არც სანქციები იქნებაო, თუმცა თითქმის ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ რეჟიმს სანქციები დაუწესა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები