spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – მგონია, რომ კრიმინალებთან ვალდებულება გადაიხადა “ქართულმა ოცნება”

არ მჯერა, რომ ყაველაშვილი დაჯდა, საქმეების 10% განიხილა და გადაწყვიტა, რომ ყველაზე კარგი ხალხი გამოუშვას ახლა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამით კრიმინალებთან ვალდებულება გადაიხადა “ქართულმა ოცნებამ”.

“მეც ბუნებით ჰუმანისტი ვარ, მართლა და ყოველთვის მივესალმები სამართლიანად იმ ხალხის გათავისუფლებას, ვისაც რესოციალიზაცია სჭირდება და სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებას აპირებს,  მაგრამ, არ მჯერა, რომ ყაველაშვილი დაჯდა, საქმეების 10% განიხილა და გადაწყვიტა, რომ ყველაზე კარგი ხალხი გამოუშვას ახლა.

მე მგონია, რომ ეს არის წინასაარჩევნო დაპირება, ვალდებულება “ქართული ოცნების”. რა ჰუმანურ აქტზეა საუბარი, ხალხი პლაკატების გაკვრის გამოა დაკავებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მგონია, რომ კრიმინალებთან ვალდებულება გადაიხადა “ქართულმა ოცნება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები