კეთილი ნებით მიხეილ სააკაშვილს საქართველოდან არ გაუშვებენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ვიდრე ხელისუფლების დაკარგვის საფრთხეს არ იგრძნობს, მესამე პრეზიდენტს ქვეყნიდან არ გაუშვებს.
“მიხეილ სააკაშვილი არის რეჟიმის ტყვე. რაც უნდა გადაწყვეტილება მიიღოს უკრაინის ან სხვა სასამართლომ, ვიდრე “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, ან ხელისუფლების დაკარგვის საფრთხეს არ გრძნობს, ამას არ გააკეთებს. კეთილი ნებით მიხეილ სააკაშვილს საქართველოდან არ გაუშვებენ. არანაირი კანონიერი და სამართლებრივი საფუძველით მას “ქართული ოცნება“ ქვეყნიდან არ გაშვებს. ჩემი ადამიანური მხარდაჭერა მას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება 6 ოქტომბერს მიიღო.