spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – მოსალოდნელია, რომ ბარიერი შექმნან ბადრი ჯაფარიძის კანდიდატად რეგისტრაციაზე

მოსალოდნელია,  რომ ბარიერი შეუქნან ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციაზე – ამის შესახებ Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ  განუცხადა. 

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბადრი ჯაფარიძის დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირება მოხდება, მემდეგ მას დეპუტატის მანდატს ვეღარ შეუწყვეტენ.  

 

“კანონის მიხედვით,  არც ახლა არსებობდა არანაირი საფუძველი რომ ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილება შეეწყვიტათ, ეს იყო “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება.  არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას რომ  კვლავ  შეუწყვიტონ მანდატი, არც ამის საფუძველი იარსებებს.  ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბარიერი შექმნან კანდიდატად რეგისტრაციაზე. თუ მისი კანდიდატად დარეგისტრირება მოხდა, შემდეგ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა უკვე ვეღარ მოხდება”, – განაცხადა მანჯგალაძემ

 

კითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს “სტრატეგია აღმაშენებლი” ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას,  მისი თქმით, გადაწყვეტილება  პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. 

 

ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე  15 თებერვალს შეუწყვიტა. თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ის თაღლითობაში დაადანაშაულეს, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გათვალისწიონებით მას სასჯელი არ დაეკისრა.  

 

“ლელო” ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის რუსთავში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში დაყენებას გეგმავს. 

 

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერად აირჩიეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები