მზად ვართ დავუჭიროთ მხარი პროკურორის არჩევის წესს, თუ ისინი მხარს დაუჭერენ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებულ ცვლილებას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
მისი თქმით, ჯერ არ გადაუწტვეტიათ, დაუჭერენ თუ არა მხარს პროკურორის არჩევის ახალ წესს.
“ქართულმა ოცნებამ” კენჭისყრის წინ თქვა, რომ მოსწონს საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული ცვლილება, მაგრამ არ მოსწონს გენერალური პროკურორის საკითხი. ახლა პირიქით ამბობს, არ იღებს ბარიერთან დაკავშირებულ ცვლილებას, მაგრამ მოსწონს პროკურორის საკითხი. ეს კატა-თაგვობანა რომ დავასრულოთ, ვთავაზობთ მათ, შევთანხმდეთ. მზად ვართ დავუჭიროთ მხარი პროკურორის ინიციატივას, თუ ისინი მხარს დაუჭერენ კონკრეტულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც შეტანილი იყო.
სალაპარაკო რომ არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“, რომ ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, ჩვენ კონსულტაცია გვექნება ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან და მათი პოზიციაც იქნება ჩვენთვის გადამწყვეტი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.