spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ

ჩვენი გეგმაა პროტესტი. მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს,  ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზუსტი ვადები ჯერჯერობით მისთვის უცნობია.

“პირადად ჩემი გეგმაა პროტესტი, არშეგუება მოპარულ არჩევნებს, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას. ესაა გეგმა.

ვადებს და თარიღს რაც შეეხება, არ ვიცი, ვინც როდის გადაწყვეტს. მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს,  ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ. პროტესტი იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი ყველა შემთხვევაში იმიტომ, რომ ჩვენს უკან საქართველო დგას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

4 ნოემბერს, 19:00 საათზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები რუსთაველზე აქციას აანონსებენ. პროტესტის მთავარი თემა არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები