spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პაატა მანჯგალაძე – “ნანუკას ფონდისა” და სხვა ფონდების დაკავება არ გამოვა, რადგან ხელისუფლების შესაძლებლობებიც ლიმიტირებულია

“ნანუკას ფონდისა” და სხვა ფონდების დაკავება არ გამოვა, რადგან ხელისუფლების შესაძლებლობებიც ლიმიტირებულია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმმა მანამდეც ყველა რეპრესიული მეთოდი გამოიყენა.

“რეჟიმმა მანამდე ყველა რეპრესიული მეთოდი გამოიყენა, ადამიანებს აშინებდნენ, 5 000-ლარიან ჯარიმებს უწერდნენ, სახლთან უსაფრდებოდნენ, მაგრამ ხალხი მაინც გამოდის ქუჩაში, რადგან ეს ხალხი გულწრფელად აპროტესტებს. ხელისუფლებამ ხალხი ვერ და ფონდები დააპატიმრა. ეს კი მათი კარგი ცხოვრებით გამოწვეული არ არის, ვერ აჩერებენ ხალხის პროტესტს. “ნანუკას ფონდისა” და სხვა ფონდების დაკავება არ გამოვა, რადგან ხელისუფლების შესაძლებლობებიც ლიმიტირებულია”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა – ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის“, ა(ა)იპ „ფროსფერითის“, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილიას“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები