spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ფაქტობრივად, არ შემხვედრია ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” უნდა დარჩეს

მოქალაქეებს “ქართული ოცნებისთვის” განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ. ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას და ვიმარჯვებთ ერთიანობით, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“ჩვენ მოვიარეთ რეგიონები. 3 დღის განმავლობაში 6-ზე მეტ ქალაქში ვიყავით და ფაქტობრივად, მოქალაქეებს “ქართული ოცნებისთვის” განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ. უკვე აღარ კითხულობენ – გვეშველება რამე? პირდაპირ ამბობენ – ხომ ვიმარჯვებთ?!

დიახ! ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას და ვიმარჯვებთ ერთიანობით. ალბათ, ყველაზე რეკორდული, მინიმალური ნდობა აქვს ხელისუფლებას, იმიტომ, რომ მე ფაქტობრივად, არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერი იყო. ფაქტობრივად, არ შემხვედრია ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” უნდა დარჩეს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები