spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ფორმალურია მიზეზი, რის გამოც მე-11 რეკომენდაციის შესრულებას ჩემი ხმა არ აქვს

სტრასბურგის სასამართლოს თაობაზე მე-11 რეკომენდაციის შესრულებას არათუ მხარი არ დავუჭირეთ, არამედ პირველი და მეორე მოსმენით დავუჭირე მხარი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მანჯგალაძის თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს მისი პარტია მხარს უჭერს.

 

“კენჭისყრაზე კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად გამოვიდა. კენჭისყრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა მთხოვეს, რომ გამოვსულიყავი და კომენტარი მიმეცა. გამოვედი და ამ დროს საკითხი კენჭისყრაზე დადგა. ამას მხარი მხოლოდ ფორმალური მიზეზით არ დავუჭირე და არა იმის გამო, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს. არაფრისგან ჭიქაში ქარიშხალს ნუ აწყობთ. ვინაიდან, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, კენჭისყრაზე რა საკითხები გამოვა, სხდომათა დარბაზიდან მედიის გამო გამოვედი და ფორმალურია მიზეზი, რის გამოც მე-11 რეკომენდაციის შესრულებას ჩემი ხმა არ აქვს. საკომიტეტო მოსმენებზეც კი მხარი დავუჭირე. როგორ შეიძლება, იმ ცვლილებას არ ვუჭერდეთ მხარს, რომელიც მოემსახურება საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მიღებას?“, – განაცხადა მანჯგალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

 

ევროკომისიის მე-11 რეკომენდაცია გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ასახვას ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები