spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – პრიმიტიული პროპაგანდაა, რომ თითქოს პრეზიდენტად ტრამპი თუ მოვა, სანქციებს მოუხსნიან “ოცნების” ლიდერებს

პრიმიტიული პროპაგანდაა, რომ თითქოს აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი თუ მოვა, პოლიტიკა შეიცვლება და სანქციებს მოუხსნიან “ქართული ოცნების” ლიდერებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“პრიმიტიული პროპაგანდაა, რომ თითქოს აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი თუ მოვა პოლიტიკა შეიცვლება და სანქციებს მოუხსნიან “ქართული ოცნების” ლიდერებს.

ეს შიდა მოხმარებისთვისაა, ამომრჩეველს ატყუებენ, რომ თითქოს მაგარი ტრამპისტები არიან, ამ დროს კი თუ ნახავთ ტრამპის გამოსვლას, დღე არ გავა, რომ ჩინეთი არ ახსენოს, როგორც საფრთხე ამერიკისთვის და “ქართულმა ოცნებამ” ჩინეთს მიჰყიდა ნახევარი საქართველო და რანაირად მოხდება, რომ თან ტრამპისტები იყვნენ და თან ჩინეთი უყვარდეთ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები