spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება” გიორგი გახარიაზე თავდასხმას არ გამოიძიებს, რადგან საკუთარ თავს არ დასჯის

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” გიორგი გახარიაზე თავდასხმას არ გამოიძიებს, რადგან საკუთარ თავს არ დასჯის.

როგორც მან Front News-ს განუცხადა, ყველა მტკიცებულებას წაშლიან, მათ შორის კამერის ჩანაწერებსაც.

“ამას უნდა დავუპირისპიროთ გაბედული, მწყობრი ნაბიჯები, არ უნდა შეგვეშინდეს. რეჟიმი სულს ღაფავს, უჭირს და გადადის ღია აგრესიაზე. ამაში ახალი არაფერი არ არის, ყველა ქვეყანაში ასე ხდება. თავიდან არაფრად გაგდებენ, მერე ეშინიათ და ბოლოს აგრესიაზე გადადიან, აი, ეს პროცესია დარჩენილი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები