spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება” მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ და არ გამოაცხადებს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ

“ქართული ოცნება” მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ და არ გამოაცხადებს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ, –  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთთან საზღვარი უნდა ჩაიკეტოს და გამონაკლისი მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის დაიშვას. 

 

“რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო და ის რასაც აკეთებს,  არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს.  ასევე მოვუწოდებდით ხელისუფლებას, დროზე ჰქონოდა რეაქცია ამ საკითხზე, სამწუხაროდ, დაიგვიანა რეაქციამ. “ქართული ოცნება” ვერ და არ გამოაცხადებს, მისი ბუნებიდან გამომდინარე, რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ, რადგან მას ჰგონია, რომ რუსეთთან თანამშრომლობით უფრო მეტს მიიღებს საქართველო, ვიდრე დასავლეთთან. 

 

ჩავკეტოთ საერთოდ საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დავუშვათ გამონაკლისი, კონვენციით გათვალისწინებული ჰუმანიტარული შემთხვევებზე, როდესაც მორბის პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანი და ქართული წარმომავლობის ადამიანებისთვის, ვისაც ახლო ნათესავები ყავს საქართველოში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები