spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს, ბრალი დასდოს საქართველოს

დღეს მსოფლიოში უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული გარდა “ქართული ოცნებისა”, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, ბრალი დასდოს საქართველოს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“დღეს მსოფლიოში უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული გარდა “ქართული ოცნებისა”, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, ბრალი დასდოს საქართველოს და იმდროინდელ ხელისუფლებას და რაც არ უნდა იმალებოდეს ამ მოტივის უკან, არის ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედება. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც  ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს ინტერესს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის და ნატოს წევრი და ქართველებს ქვეყანაში ჰქონდეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, მაღალანაზღაურებადი სამსახურები, ღირსეული პენსიები, კარგი განათლების შესაძლებლობა როგორც ეს აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებშია”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები