spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება“ ცდილობს, პრეზიდენტი ამყოფოს შინა პატიმრობაში

“ქართული ოცნება“ ცდილობს, პრეზიდენტი ამყოფოს შინა პატიმრობაში, რადგან მისი სასაუბრო მესიჯბოქსი და შეხედულებები აცდა მათ მესიჯბოქსს,   – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.  

 

“ეს ყველა შემთხვევაში  არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა  სამართლებრივი. „ქართული ოცნება“ ცდილობს პრეზიდენტი ამყოფოს შინა პატიმრობაში, რადგან მისი სასაუბრო მესიჯბოქსი და შეხედულებები აცდა „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსს.  ერთგვარ საბოტაჟს უცხადებენ პრეზიდენტს, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის მტრული ნაბიჯები, ახლა საკითხავია, ამას აკეთებენ შეგნებულად თუ უბრალოდ, პრიმიტიული პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები