“ქართული ოცნების” ხელისუფლება დასრულებულია. ამის გააზრების ნაცვლად “ქართული ოცნების“ ლიდერები ბრიყვულად თავს იტყუებენ და სიცრუეში აცხოვრებენ “დუშკაბინაში” გამოკეტილ კაცს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა მხარი უნდა დაუჭირონ “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიაა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებისთვის.
“ის, რომ დედაქალაქში მინიმუმ 100 000 ადამიანი, ანუ ოჯახიდან მინიმუმ 1 ადამიანი გამოდის თავისით, ყოველგვარი მობილიზების გარეშე, საქართველოსა და მისი ევროპული კურსის მხარდაჭერისთვის, ეს ნიშნავს რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება დასრულებულია. ამის გააზრების ნაცვლად “ქართული ოცნების“ ლიდერები ბრიყვულად თავს იტყუებენ და სიცრუეში აცხოვრებენ დუშკაბინაში გამოკეტილ კაცს. უთხარით ივანიშვილს, რომ ის ქართველმა ხალხმა უკვე გაუშვა. მეგობრებო, გამარჯვება ახლოსაა. რაც მთავარია, მხარი დავუჭიროთ “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური პარტია ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების საქმეში”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.