spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნების” ლიდერები მზად არიან, ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ რუსეთთან, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება

რუსებს პოზიცია გაცხადებული აქვთ. მოლაპარაკებების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენულად აღიარებას, რაც არის “ფოჩიანი” კანფეტი საქართველოსთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერები მზად არიან, ძალაუფლების ნაცვლად ყველაფერი გააკეთონ.

“რუსებს პოზიცია გაცხადებული აქვთ. მოლაპარაკებების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენულად აღიარებას, რაც არის “ფოჩიანი” კანფეტი საქართველოსთვის. ისინი გვეუბნებიან, რომ ჯერ აღიარეთ, რომ ჩვენია და მერე დაგიბრუნებთ უკან. ვის სჯერა ამ ზღაპრის, არ ვიცი.

“ქართული ოცნების”  ლიდერები მზად არიან, ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ რუსეთთან, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები