ყველა ხმა, რომელიც დარჩება ბარიერის მიღმა, არის დახმარება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენისთვის, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “გამარჯვების კოალიციას” აქვს თავისი სტრატეგია.
“გამარჯვების კოალიციას” აქვს თავისი დღის წესრიგი და სტრატეგია. მე მზად ვარ ვილაპარაკო “გამარჯვების კოალიციის” გეგმებზე, მაგრამ სხვა პარტიის გეგმებზე გამიჭირდება საუბარი.
ჩვენ ცვლილებებისთვის, გამარჯვებისთვის გვჭირდება 1 მილიონი 5%-იანი გადალახული ხმა. ყველას ვუსურვებ, რომ ეს 5%-იანი ბარიერი გადაილახოს. რატომ? იმიტომ, რომ ყველა ხმა, რომელიც დარჩება ბარიერის მიღმა, არის დახმარება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენისთვის. ამიტომ, ყველას ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა ნამდვილმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.