spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ საერთო ეროვნული თანხმობისკენ

პირველი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, არის ის რომ,  ერთანეთი არ უნდა გავანადგუროთ – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ Front News-ს  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე გაჟღერებული  ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისი თქმით,  შეთანხმება უნდა მოხდეს,  რომ ქვეყანას ჭირდება სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი არჩევნები. 

“შესაძლოა, ეს განცხადება იყო ფასადური, მაგრამ  არ იქნება სწორი თავშივე დავაზიანოთ პროცესი, ჩვენ ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ საერთო ეროვნული თანხმობისკენ.  შერიგებას არ დავარქმევდი ამას.  შერიგება,  მე მგონი, არასწორად გაიგეს, ჩვენ პატარა ბავშვები არ ვართ,  რომ შერიგება გვჭირდებოდეს. ჩვენ პრინციპულ საკითებზე გვაქვს უთანხმოება ერთმანეთთან და გვჭირდება თანხმობა ღირებულებების მიმართ. მთავარი არის, ის რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, ასე ჩვენ გავანადგურებთ ერთმანეთს. 

პირველი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, არის ის რომ,  ერთანეთი არ უნდა გავანადგუროთ, გვჭირდება სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები”,  – განაცხადა მანჯგალაძემ. 

მისივე თქმით,  “ოცნების” განცხადებები არ იძლევა იმედის საფუძველს, თუმცა მმართველი პარტია უნდა გამოვიდეს  ძალაუფლების ხიბლიდან და თუნდაც საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე იფიქროს. 

“ოპოზიციიდან შეთანხმების  მზაობა იქნება, რადგან ოპოზიციის ბევრმა ლიდერმა საკუთარ თავზე იწვნია უსამართლო სასამართლოს მძიმე ხელი, მაგრამ ვიდრე “ქართული ოცნებაც” იწვნევდეს, უნდა გამოფხიზლდნენ  და გამოვიდნენ ძალაუფლების ხიბლიდან”, – განაცხადა მანჯგალაძემ. 

კითხვაზე,  უნდა დაიწყოს თუ არა ეს პროცესი მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლებით, მანჯგალაძე პასუხობს:

“მე თამამად გეტყოდით, რომ სააკაშვილი გაასამართლოს სასამართლომ.  ეს ყველაზე კარგი პასუხი იქნებოდა, მაგრამ რომ ვიცი, სასამართლიანი სასამართლო არ არის და ჯიბის სასამართლოა ქვეყანაში, როგორ ვთქვა, რომ სასამართლომ გაასამართლოს, ეს ხომ ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება?”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები