რა მაიდანი, მაქსიმუმი, რაც ამ აქციაზე მოქალაქეებმა ისროლეს, არის კვერცხი და იქიდან იყო ქიმიური ნივთიერებების სროლა, რომლითაც წამლავენ ხალხს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება გონს არ მოვა, მაიდანის ნაცვლად იქნება დიდგორი.
“რა მაიდანი, ქართველებმა ვიცით დიდგორი და თუ გონზე არ მოვლენ, იქნება დიდგორი. აქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, ახალ წელსაც კი აქ გაათენონ. იმედი აქვს ხელისუფლებას, რომ ჩურჩხელა მოუნდებათ და სახლებში წავლენ ეს ადამიანები.
“ქართული ოცნების” ადგილზე, რომ ვიყო, მართლა შემრცხვებოდა გამოგონილ მაიდანზე საუბრის. რა მაიდანი, მაქსიმუმი, რაც ამ აქციაზე მოქალაქეებმა ისროლეს, არის კვერცხი და იქიდან იყო ქიმიური ნივთიერებების სროლა, რომლითაც წამლავენ ხალხს, რომლებსაც კარგი ცხოვრება უნდათ.
ოპოზიციის ლიდერებს სცემენ და ერთი ადამიანიც კი არ არის ამაზე დაკავებული. გეგმას რაც შეეხება, არცერთი ნაბიჯით უკან. სამი რამე სჭირდება ასეთ პროტესტებს – არ გვეშინია, უკან არ ვიხევთ და არ ვნებდებით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.