spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – რასაც ახლა “ქართული ოცნება” საუბრობს, იაფფასიანი პროპაგანდაა

რასაც ახლა “ქართული ოცნება” საუბრობს, იაფფასიანი პროპაგანდაა. ახლა პარაზიტობენ მნიშვნელოვან იდეაზე. საქართველოს ერთიანობა დიდი იდეაა და ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდება, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადაინაცვლებს.

“დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გააკეთებს ისტორიულ არჩევანს და ძალა, რომელიც ქართველებს ერთმანეთთან აპირისპირებს, ვერ დარჩება ხელისუფლებაში. ისინი გადავლენ პოლიტიკურ ოპოზიციაში.

ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი – ევროპა, განვითარება თუ ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს – იზოლაცია, სიღარიბე და  უმუშევრობა.

რასაც ახლა “ქართული ოცნება” საუბრობს, იაფფასიანი პროპაგანდაა. ახლა პარაზიტობენ მნიშვნელოვან იდეაზე. საქართველოს ერთიანობა დიდი იდეაა და ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდება, შემდეგ კი აფხაზებსაც კი მოუნდებათ, რომ ქართულ-ევროპული პასპორტი ჰქონდეთ და არა რუსული, რომელიც აფხაზებისთვის სიკვდილის ბილეთია”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“ქართული ოცნება” რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. პარტიის ლიდერების თქმით, “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდება, რომ არჩევნების შემდეგ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” გასამართლდეს, ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის საჭირო იქნება ცვლილებები კონსტიტუციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები