რაც ისედაც ჭეშმარიტი და ცხადია, კიდევ წერილობით დოკუმენტი საჭირო არ არის. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, ბუნებრივია, არანაირ და ვერანაირ კოალიციას არ გეგმავს “ქართულ ოცნებასთან”, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“თუ ვინმეს სჭირდება დედის დაფიცება იმის გამო, რომ “ქართულ ოცნებასთან” არ გავაკეთებთ კოალიციას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ.
ეს თავისთავად ასე არის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, ჩვენი გაერთიანება – “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, ბუნებრივია, არანაირ და ვერანაირ კოალიციას არ გეგმავს “ქართულ ოცნებასთან”, რაც ისედაც ჭეშმარიტი და ცხადია, კიდევ წერილობით დოკუმენტი საჭირო არ არის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერებმა დღეს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან მთავრობის ფორმირების საკითხში. მათ პოლიტიკოსებს მოუწოდეს, რომ საჯაროდ დადონ პირობა, რომ არ ითანამშრომლებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან.