spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – როცა უნდოდათ უფლებამოსილების შეწყვეტა, მაშინ უარი უთხრეს და როცა აღარ ითხოვენ, ახლა უწყვეტენ, რაც არასერიოზულია და პოლიტიკური დევნის ნიშნებს ატარებს

კატათაგვობანას დაემსაგავსა ეს ყველაფერი, როცა ადამიანებს უნდოდათ უფლებამოსილების შეწყვეტა, მაშინ უარი უთხრეს და  როცა აღარ ითხოვენ,  ახლა უწყვეტენ უფლებამოსილებას, რაც არასერიოზულია  და პოლიტიკური დევნის ნიშნებს ატარებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა  პაატა მანჯგალაძემ Front News-ს სამი დეპუტატის –  ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასათვის  უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განუცხადა. 

 

მისი თქმით, დეპუტატებს უფლებამოსილება მათი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა შეუწყდეთ. 

 

“კატათაგვობანას დაემსაგავსა ეს ყველაფერი, როცა ადამიანებს უნდოდათ უფლებამოსილების შეწყვეტა, მაშინ უარი უთხრეს  და  როცა ამას აღარ ითხოვენ,  ახლა უწყვეტენ უფლებამოსილებას, რაც არასერიოზულია პოლიტიკური დევნის ნიშნებს ატარებს.  

 

ვფიქრობ,  შალვა ნათელაშვილს არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რადგან მან შეცვალა პოზიცია და აპირებს საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებას, ასევე ბადრი ჯაფარიძეს, ადამიანის მიმართ მიმდინარეობდა დევნა და  ამ დევნის საფუძველზე კიდევ გაუარესდეს მისთვის მდგომარეობა, ეს ძალიან არასწორი  და კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან  შეუსაბამო იქნება. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ჩემთვის  ელენეს პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი.  თუ საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არ გააგრძელოს საქმიანობა და სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს, ეს ჩემთვის არგუმენტაცია იქნება”, – განაცხადა  პაატა მანჯგალაძემ. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დადგება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები