spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – სანქციები პერსონალურად უნდა დაწესდეს, რათა მომავალში საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა ვერავინ გაბედოს

სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა ადამიანს, რომელიც ყოველდღე ძვლებს უმტვრევს ახალგაზრდებს, ვინც მიიტაცა არჩევნები, ვინც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების კუთხით ევროპა ერთსულოვანია.

“სანქციები არის ბუნებრივი, რადგან არ შეიძლება, ევროპაში აღიარებული იყოს რეჟიმი, რომელიც იტაცებს არჩევნებს, რეჟიმი, რომელიც ევროპისკენ სვლის პერსპექტივას უკეტავს და თავისუფლების მოთხოვნისთვის ახალგაზრდებს ძვლებს უმტვრევს.

სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა ადამიანს, რომელიც ყოველდღე ძვლებს უმტვრევს ახალგაზრდებს, ვინც მიიტაცა არჩევნები, ვინც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე. ჩემი პოზიციაა, რომ სანქციები პერსონალურად უნდა დაწესდეს, რათა მომავალში საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა ვერავინ გაბედოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები