საქართველოს და ხელისუფლების ნაბიჯები უნდა გაიყაროს. აქეთ არის ევროპული და ამერიკული სიკეთე და იქით არის გზა რუსული ჭაობისკენ, რომელზეც შედგა ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე არცერთი ხმა არ უნდა მიიღონ იმათ, ვინც დასავლეთისგან დახმარების მიღებას ეღობება.
“არჩევნებზე არცერთი ხმა არ უნდა მივცეთ ადამიანებს, რომლებიც ეღობებიან ევროპისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან სიკეთეების მიღებას.
აქეთ არის ევროპული და ამერიკული სიკეთე და იქით არის გზა რუსული ჭაობისკენ, რომელზეც შედგა ხელისუფლება, ამიტომ, საქართველოს და ხელისუფლების ნაბიჯები უნდა გაიყაროს.
თუ “ქართულ ოცნებას” რუსული ჭაობი სურს, წავიდეს თვითონ, პერსონალურად, მაგრამ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ ის არის ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.