spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, ზელენსკი ცდილობს, რომ ადამიანი გადაარჩინოს

ადამიანი არ მეგულება, ვისაც სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა გაუხარდებოდა. სააკაშვილს არ ეწყინება და ვიტყვი, რომ ოსვენციმის პატიმარი მეგონა. ჩემთვის მართლა მძიმე სურათი იყო, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არ უსურვებს იმ მდგომარეობაში იყოს, რაშიც სააკაშვილია.

 

“ეტყობა, პრეზიდენტ ზელენსკიზე ამ ფაქტორმა იმოქმედა. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს უკრაინის მოქალაქეების მიმართ, ყოველთვის ჩართულია, როცა უკრაინის მოქალაქეს უჭირს. მას სააკაშვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ამიტომ ცდილობს სააკაშვილის გათავისუფლებას. პრეზიდენტი ზელენსკი ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა არ მოხდება, შედეგი ფატალური იქნება. ექიმებისგან ვიცი, რომ სამჯერ უსხამენ პლაზმას და მხოლოდ ამიტომ არის ეს ადამიანი ცოცხალი. თუ ხელისუფლებაზე ზემოქმედების სხვა ფორმა არ არსებობს და დიპლომატიური ფორმები ამოწურა, ესეც დიპლომატიური ურთიერთობის ნაწილია. ომის მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტის გაკრიტიკებას არ ვაპირებ, საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. ზელენსკი ცდილობს, რომ ადამიანი გადაარჩინოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები