spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – შესაძლებელია, უვიზო მიმოსვლაც გადაიხედოს, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსიც შეჩერდეს

ვიდრე ეს რეჟიმი არსებობს საქართველოს ხელისუფლებაში, წარმოადგენს საქართველოს, მანამდე ევროპული პერსპექტივა დახურულია საქართველოსთვის, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სანქციები დასავლეთიდან სხვადასხვა სახის იქნება, მათ შორის, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსიც შეჩერდეს.

 

“შესაძლებელია, რომ უვიზო მიმოსვლაც გადაიხედოს, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, უკვე მიღებული კანდიდატის სტატუსიც შეჩერდეს, ბევრი მექანიზმი არსებობს სანქციების, ყოველ შემთხვევაში, ერთი განცხადება ნათელია – ვიდრე ეს რეჟიმი არსებობს საქართველოს ხელისუფლებაში, წარმოადგენს საქართველოს, მანამდე ევროპული პერსპექტივა დახურულია საქართველოსთვის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები