მე დღეს “ქართულ ქარტიას” ხელი მოვაწერე, რომელიც არის წინაპირობა, რომ ერთი კაცის, ერთი პარტიის რუსული რეჟიმის მმართველობა უნდა დასრულდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“მე დღეს “ქართულ ქარტიას” ხელი მოვაწერე, რომელიც არის წინაპირობა, რომ ერთი კაცის, ერთი პარტიის რუსული რეჟიმის მმართველობა უნდა დასრულდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება. არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენ, ქართველებმა შევძელით ერთიანობა და მიზნისთვის ვერ მიგვეღწიოს. არ ყოფილა ისტორიულად, რომ ქართველები ერთად დადგა და ვერ გავიმარჯვეთ. ამიტომ, ამ რწმენით მოვედი, “სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით ხელი მოვაწერე, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.
“ქართული ოცნება” დაპირისპირებაშია შესული არა რომელიმე პარტიასთან ან რომელიმე ლიდერთან, “ქართული ოცნება” , იგივე “რუსული კოშმარი” სინამდვილეში დაპირისპირებაშია შევიდა ქართველ ხალხთან. ქართველმა ხალხმა მათ საბოლოო განაჩენი უკვე გამოუტანა. ისინი ამას გრძნობენ და როგორც ჭაობში ჩაფლული ხელის იქნევს და უფრო ეფლობა, ზუსტად ეგრეა ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას – “ქართულ ქარტიას” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს ხელი ორბელიანების სასახლეში მოაწერეს.