თუ ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან, საქართველოს სრული იზოლაცია ემუქრება, რაც სრულ სიღარიბეს და კიდევ მეტი ქართველის მიერ საქართველოს დატოვებას ნიშნავს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება.
“ქართულმა ოცნებამ” სამწუხაროდ, მეგობრებად დემოკრატიისა და ხალხის მტერი რეჟიმები არჩია. ის, რა განცხადებებიც გვესმის ჩვენი მეგობრებისგან, ევროპისგან, ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ეს მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება. თუ ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან, საქართველოს სრული იზოლაცია ემუქრება, რაც სრულ სიღარიბეს და კიდევ მეტი ქართველის, საქართველოს დატოვებას ნიშნავს. ამიტომ, 26 ოქტომბერს გვაქვს არჩევნები და უნდა ჩამოვაშოროთ რეჟიმი ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად აფუჭებს ჩვენს ყველა მეგობართან და პარტნიორთან ურთიერთობას.
როცა 12 წლის თავზე “ჰეზბოლა” და “ჰამასი” არის შენი მოკავშირე და აცხადებ, რომ აშშ-სა და ევროპას ცუდი უნდა, ძალიან ცუდადაა იმ ხელისუფლების საქმე”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.