spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – თუ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მართლა გვინდა, მთავრობის შემადგენლობა უნდა დავასახელოთ

“სტრატეგია აღმაშენენლის” წევრი პაატა მანჯგალაძე კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. 

 

“მამუკა ხაზარაძის ინიციატივა საინტერესოა ნამდვილად. ჩვენ მინისტრთა კაბინეტის დასახელება მაშინაც მოგვიწევს, თუ მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურებს დავიწყებთ. ეს სულაც არ არის ნაადრევი. მემგონი არასწორია კრიტიკა, როდესაც საუბრობენ, ჯერ მერობის კანდიდატზე ვისაუბროთ და შემდეგ კოალიციაზეო. 

 

თუ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მართლა გვინდა, მთავრობის შემადგენლობა უნდა დავასახელოთ. ალბათ, ხაზარაძის განცხადება აქედან არის ნაკარნახევი”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები