spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – თუ პარლამენტიდან გავალთ, ბოლო არგუმენტაციასაც დავკარგავთ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პარლამენტის ისევ დატოვება პოლიტიკურ უმწიფრობაზე მიუთითებს და არასწორი ნაბიჯია. 

 

“რეაქცია პარლამენტიდან გაქცევა და ბოიკოტი არ მგონია სწორი იყოს. ეს მიუთითებს პოლიტიკურ უმწიფრობაზე. ჩვენ თუ პარლამენტიდან გავალთ, ბოლო არგუმენტაციასაც დავკარგავთ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისე, როგორც ვიყავით შეთანხმებული. ჩავატაროთ არჩევნები, მოვახდინოთ მობილიზება ამომრჩევლების. 43%-იანი რეფერენდუმი ვერ უნდა გადალახოს “ქართულმა ოცნებამ” და სწორედ იმით, რომ ჩვენ ჩვენი პირობა შესრულებული გვექნება, უნდა მოვთხოვოთ “ქართულ ოცნებას” ამ პირობების შესრულება”- აცხადებს მანჯგალაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები