ის, რომ ყალბ კამპანიას აწარმოებს “ქართული ოცნება” და აშშ-ს მტრად აცხადებს, არის ზუსტად საქართველოს ინტერესების მტრობა, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და არა რომელიმე პარტიას.
“ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, მათ შორის, განხილვებმა კონგრესში, აჩვენა, რომ ამერიკა ორპარტიულად ერთიანია საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეფასებებთან დაკავშირებით. ის, რომ ყალბ კამპანიას აწარმოებს “ქართული ოცნება” და აშშ-ს მტრად აცხადებს, ეს არის ზუსტად საქართველოს ინტერესების მტრობა. შესაბამისად, ის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპი მოვა და ყველაფერს დაალაგებს ბიძინა ივანიშვილი, ასე არ არის.
ტრამპის მხარდამჭერები, რესპუბლიკელები, არიან ყველაზე რადიკალურები “ქართული ოცნების” შეფასებებში, ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკა არის ერთიანი, არ აქვს მნიშვნელობა ადმინისტრაციას. ისინი მხარს უჭერენ არა რომელიმე მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს დ “ქართული ოცნების” პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ვერ გაჭრის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.