spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – წესდება სანქციები ივანიშვილისთვის, რომ რეჟიმს არ ჰქონდეს ფინანსური და სხვა რესურსი არსებობისთვის

წესდება სანქციები ივანიშვილისთვის, რომ რეჟიმს არ ჰქონდეს ფინანსური და სხვა რესურსი არსებობისთვის, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს ლეგიტიმური ხელისუფლება.

“როგორც არსებობს დემოკრატიული ქვეყნების კლუბი და ცივილიზებული მსოფლიო, ისე არსებობს დიქტატორების კლუბი. ამ დიქტატორების ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება ბევრი თანამოაზრე ჰყავდეს. ამიტომ არის აუცილებელი,  რომ ქვეყანაში გვყავდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქვეყანა იყოს განვითარებული და იყოს ევროკავშირის წევრი, ქვეყანა იყოს უსაფრთხო. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული მთავრობა. რომ არ გვყავს ლეგიტიმური მთავრობა, იმიტომ ირღვევა ადამიანის უფლებები და სახის ძვლებს უმტვრევენ ადამიანებს. ამიტომ წესდება სანქციები ივანიშვილისთვის, რომ რეჟიმს არ ჰქონდეს ფინანსური და სხვა რესურსი არსებობისთვის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები