“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე მედიის მისამართით გაჟღერებულ კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მაშინ, როცა ჩვენ, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე “ნადირობა” ვიხილეთ, ჰიპოთეტურ ძალადობაზე საუბარი უხერხულია.
“ცინიკურია ჰიპოთეტურ ძალადობაზე საუბარი, მაშინ, როცა ფიზიკური ძალადობა ვნახეთ ჩვენ. პირდაპირ ნადირობდნენ ჟურნალისტებზე და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა, ყველაზე ცოტა, თუ არ იყო მოლაპარაკებული და ალიანსში ამ მოძალადე ჯგუფებთან”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
კახი კალაძემ გუშინ, მედიის წარმომადგენლებს მიმართა: “ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა. არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან, ტელეეთერებიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო”.