spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – წულუკიანი ქმნის ნიადაგს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ თურმე ევროპა მიზანმიმართულად არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს

წულუკიანი ქმნის ნიადაგს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ თურმე ევროპა მიზანმიმართულად არ გვაძლევს  კანდიდატის სტატუსს,  – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

 

მანჯგალაძის თქმით, როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს აუკრძალა რუსეთმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა,  ისევე აკრძალული აქვს “ქართულ ოცნებას“ რუსეთთან გარიგების გამო კანდიდატის სტატუსის მიღება. 

 

“მინდა მივმართო წულუკიანს და “ქართული ოცნების“ თაღლითების კორპორაციას, ესენი არიან საერთაშორისო თაღლითები, უკვე ყველამ იცის, რომ გადამგდებები არიან. აქაც იტყუებიან, თითქოს რეკომენდაციებს ასრულებენ, ბუტაფორიული ცვლილებები შემოიტანეს და უნდათ რომ შემდეგ ევროპას, ევროპარლამენტარებს დააბრალონ  კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება. ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელმა“ გავაკეთეთ გარკვეული კვლევა. როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს აუკრძალა რუსეთმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა,  ისევე აკრძალული აქვს „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან გარიგების გამო, საქართველოს ღალატის გამო, კანდიდატის სტატუსის მიღება. 

ასეთი შეთქმულება არის, წულუკიანი უკვე ქმნის ნიადაგს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ თურმე ევროპა მიზანმიმართულად არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს, პირიქით არის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები