spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – უნდა გავუშვათ სახლში “ქართული ოცნება” და გაეხსნება საქართველოს გზა ევროპისკენ

“ქართულ ოცნებასთან” დიალოგს აზრი არ აქვს. შეიძლება იმუშაოს სანქციებმა, მაგრამ ყველაზე დიდი სანქცია უნდა დავუწესოთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა და ეს იქნება 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვიდრე “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში, საქართველოს ევროინტეგრაცია ილუზიაა.

 

“მე რასაც ვხედავ, “ქართულ ოცნებასთან” დიალოგს აზრი არ აქვს. შეიძლება იმუშაოს სანქციებმა, მაგრამ ყველაზე დიდი სანქცია უნდა დავუწესოთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა და ეს იქნება 26 ოქტომბერს.

 

უნდა გავუშვათ სახლში “ქართული ოცნება” და გაეხსნება საქართველოს გზა ევროპისკენ. ვიდრე “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, ილუზიაა, რომ ევროპისკენ გადავდგამთ თუნდაც ნახევარ ნაბიჯს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები