ახლა არ არის ნიჰილიზმის, სასოწარკვეთის დრო. ის მიზანი, რომ მაქსიმალურად არალეგიტიმური ყოფილიყო პარლამენტი და საერთაშორისო პარტნიორებს ეს დაენახათ, მიღწეულია, თუმცა შეიძლებოდა უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყო გამოსული, საქართველოს გვერდით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებას თუ საქართველოსთვის ბრძოლას აპირებს, გადახალისება მოუწევს.
“ახლა არ არის ნიჰილიზმის, სასოწარკვეთის დრო. ის მიზანი, რომ მაქსიმალურად არალეგიტიმური ყოფილიყო პარლამენტი და საერთაშორისო პარტნიორებს ეს დაენახათ, მიღწეულია, თუმცა შეიძლებოდა უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყო გამოსული, საქართველოს გვერდით. მაგალითად, მე სულ არ მჭირდება ლიდერის მოწოდება, რომ საქართველოს სჭირდება და გავიდე, დავდგე საქართველოს გვერდით და მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო. აქციაზე მე ვნახე ხალხი შვილს რომ მოაკლო ლუკმა, სკოლაში წასასვლელი ფული და აქ ჩამოვიდა, ასეთი უამრავი ადამიანი იყო და ამ ხალხზე ვერავინ ვერაფერს იტყვის, პირიქით, ძალიან მაგარი ხალხია. ასევე ლიდერებზეც მინდა ვთქვა, რომ რუსთაველზე გვაქვს ოფისი და მანდაც არავინ წასულა, რომ გამოეძინა, შესაბამისად, ვინმეზე რომ გავბრაზდე, მაშინ მე უნდა მქონდეს უკეთესი გეგმა. ჩვენ ვართ 2003-ის ფორმულაში ჩაკეტილი, მოხუცი შევარდნაძე, კორუმპირებული კლანი მის ირგვლივ, თან, უკვე ისწავლეს დემოკრატიის სისუსტეები, რომ კანონის ჩარჩოში ვართ, კონსტიტუციის ჩარჩოში ვართ და მათ არაფერი აინტერესებთ. საზოგადოებას მოუწევს, თუ, რა თქმა უნდა, ბრძოლას აპირებს საქართველოსთვის, გადახალისება და გადაფორბირება ახალ რეალობასთან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.