spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ვნახავთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული რუსეთთან “საქმის დალაგებაში“

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე  ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. 

 

“სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საკითხი ბიუროს სხდომაზე გასატანად  სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში იქნება მზად. 

 

“ხელი მოვაწერე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.  ჯერჯერობით საკმარისი რაოდენობის ხელმოწერა  არ არის, რომ საკითხი დღევანდელ ბიუროზე მოხვდეს. სავარაუდოდ, იქეთ კვირაში იქნება შესაძლებელი. 

 

როდესაც საგამოძიებო კომისია დაიწყებს მუშაობას,  ჩვენ ვნახავთ, რომ არა მხოლოდ სპეცსამსახურები, არამედ მაღალჩინოსნები და პოლიტიკური თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული რუსეთთან “საქმის დალაგებაში“ და რუსეთთან კონტაქტში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები