ახალგაზრდები ჰყავთ დაკავებული, ჩვენ გვინდა, რომ სამართლიანი სასამართლო ჩატარდეს, – ამის შესახებ რეჟისორმა პაატა ციკოლიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ეშინია საზოგადოების და ვითარებას ვეღარ მართავს.
“ეშინიათ საზოგადოების, ეშინიათ საზოგადოების თავმოყრის, მათი რეაქციის. ისინი უკვე ვეღარ ფლობენ ვითარებას.
აშკარაა, რომ საზოგადოება თავს არ უხრის და არ ემორჩილება. ძალისმიერი მეთოდები სხვა ძალისმიერი მეთოდით შეცვალეს. ამას ვაკვირდებით აქაც. ახალგაზრდები ჰყავთ დაკავებული. ჩვენ გვინდა, რომ სამართლიანი სასამართლო ჩატარდეს”, – განაცხადა პაატა ციკოლიამ.