ჩვენ ახალ საქართველოს ვიმსახურებთ, ყველაფერი უნდა დალაგდეს. ვიმსახურებთ ისეთ სახელმწიფოს, რომლის მთავარი ფასეულობაც იქნება ადამიანი, – ამის შესახებ რეჟისორმა პაატა ციკოლიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც სიმართლეა.
“ჩვენ ახალ საქართველოს ვიმსახურებთ, ყველაფერი უნდა დალაგდეს. ვიმსახურებთ ისეთ სახელმწიფოს, რომლის მთავარი ფასეულობაც იქნება ადამიანი. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში უყურო ადამიანის ჩაგვრას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს?! როცა ეს ჩაგვრა უკვე ასეთი ხილული გახდა, როცა ახალგაზრდები სცემეს, შეურაცხყვეს, სულში ჩაგვაფურთხეს. ამ ქვეყანაში გვინდა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც იქნება ადამიანისთვის. ყველაფერი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც სიმართლეა იმიტომ, რომ ადამიანი არის მთავარი ფასეულობა”, – განაცხადა პაატა ციკოლიამ.