spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ზაქარეიშვილი – აბსურდული, ბოდვითი განცხადებაა, არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან და ბუნებრივია, ადრესატი ჰყავს

საქართველო ბრუნდება საბჭოთა კავშირში. აბსურდული, ბოდვითი განცხადებაა, არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან და ბუნებრივია, ადრესატი ჰყავს, –  ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ეს განცხადებები მიმართულია მათ ამომრჩეველზე.

“აბსურდული, ბოდვითი განცხადებაა, არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან და ბუნებრივია, ადრესატი ჰყავს. ასეა თუ ისეა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ისინი არ აპირებენ უკან დახევას, არ აპირებენ, გადახედონ თავიანთ პოლიტიკას. თუ ვინაა ადრესატი, მე მაინც მგონია, პირველ რიგში, ადრესატი არის მათი ამომრჩეველი. მხოლოდ მათ გამოლაყებულ თავებში უნდა ჩაიდოს ეს ტერმინი – „დიფ სთეითი“. ამერიკაში სასაცილოდ არ ეყოფათ ამდენჯერ ნახსენები ეს ტერმინი.

აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” ემზადება არჩევნებისათვის, ის გეგმავს ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ თუ მოუწია ან ვადამდელი, ან ახალი არჩევნების ჩატარება, მას კარგად უნდა ჰყავდეს გაცხელებული საკუთარი ამომრჩეველი.

რაც უფრო გაჯიუტდება “ქართული ოცნება” და არ დათმობს არაფერს, მით უფრო იძულებული იქნება დასავლეთი ანგარიში გაუწიოს საქართველოს, როგორც მაგალითად, ყაზახეთს. საქართველო ბრუნდება საბჭოთა კავშირში” , – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები